Reuters: ომანში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე, აშშ-ს სურს, ირანთან მოლაპარაკებები მოიცავდეს ბირთვული პროგრამის, ბალისტიკურ რაკეტების და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს
თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ომანში დღეს ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს გამართავენ.
როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივ ბირთვულ დავასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ მოლაპარაკებები მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის, მის ბალისტიკურ რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს.
„ვიმედოვნებთ, ამერიკული მხარეც ამ პროცესში პასუხისმგებლობით, რეალიზმითა და სერიოზულობით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ.
პარალელურად, აშშ-მა სპარსეთის ყურეში საზღვაო ძალები გააძლიერა, რასაც ტრამპმა მასიური არმადა უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს, დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა.