Reuters: ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს
ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს, რათა ნოემბრის თვეში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკური პოზიციები დაასუსტოს, - აცხადებენ მაღალი თანამდებობის პირები, მაშინ როდესაც სამხედრო მოქმედებების განახლების შიშმა და ვაშინგტონის მიმართ ღრმა უნდობლობამ გააძლიერა თეირანის სურვილი, დადოს სწრაფი შეთანხმება ომის დასასრულებლად.
მაღალი რანგის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ თეირანი დარწმუნებულია, აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, რვათვიანი ომის ჩიხიდან გამოსასვლელად განახლებული თავდასხმები განახორციელოს.
„ირანი ისრაელისა და აშშ-ის განახლებული თავდასხმებისთვის ემზადება და არა ამერიკასთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებისთვის. სასულიერო მმართველ პირებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ტრამპს პოლიტიკური გამარჯვება არ მიანიჭონ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
თეირანელი ანალიტიკოსი საიდ ლეილაზი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურებით „ირანი გავლენას ახდენს აშშ-ის არჩევნებზე“.
როგორც მედია წერს, ომმა, რომელიც თებერვალში დაიწყო, როდესაც აშშ-მ და მისმა მოკავშირე ისრაელმა ირანზე დარტყმები განახორციელეს, ხელი შეუწყო ტრამპის მოწონების რეიტინგის რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაცემას.