Loading data...
Reuters: ირანი აშშ-ს გარიგებას სთავაზობს - ნავთობი და თვითმფრინავები სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ

ირანმა შეერთებულ შტატებს ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგება შესთავაზა. თეირანი მზადაა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ გახსნას წვდომა თავის ნავთობისა და გაზის საბადოებსა და ავიაციის ბაზარზე. წერს Reuters-ი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის დირექტორის მოადგილემ ჰამიდ ღანბარიმ აღნიშნა, რომ შეთანხმების გრძელვადიანი პერიოდის არსებობისთვის აუცილებელია, აშშ-მა, ასევე, მიიღოს სარგებელი მაღალი და სწრაფი ეკონომიკური შემოსავლის მქონე სფეროებში.

„მოლაპარაკებების საკითხებს შორის შედის ნავთობისა და გაზის საბადოების, ერთობლივი საბადოების, სამთო ინვესტიციების და თვითმფრინავების შესყიდვის საერთო ინტერესებიც კი. 2015 წელს დადებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო აშშ-ს ეკონომიკური ინტერესები“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის დირექტორის მოადგილემ.