Loading data...
Reuters: გერმანია ექვსთვიანი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღებას გეგმავს

გერმანია გეგმავს ექვსთვიანი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღებას, რათა მეტი რეზერვისტი მოამზადოს და ეროვნული თავდაცვა გააძლიეროს რუსეთის შესაძლო აგრესიის პირობებში, - იტყობინება „როიტერი“ გეგმასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, მოხალისეებს გაწვრთნიან მარტივი დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა დაცვის სამსახური, მაგრამ თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ იქნება სწავლის მსურველი, მთავრობამ შეიძლება განიხილოს სამხედრო სამსახურში დაბრუნება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სამხედრო პერსონალის რაოდენობის 180 000-დან 260 000-მდე გაზრდა სურს.

წყაროების ცნობით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ექვსთვიანი ნებაყოფლობითი სწავლება ამ მაჩვენებლის გაორმაგებას შეუწყობს ხელს და მოხალისეთა ნაწილი სამხედრო სამსახურს გააგრძელებს.

სააგენტო ცნობით, გერმანიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წელს გააუქმა.