1794977101
უცხოეთი
Reuters: აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის სარაკეტო გამშვებ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე სარაკეტო გამშვებ ობიექტზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.
ვაშინგტონის შეფასებით, ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ირანის თავდასხმას მოჰყვა.
„აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა კუნძულ ქეშმზე მდებარე სარაკეტო გამშვებ ობიექტზე დარტყმები ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისა და ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განახორციელეს“, - განუცხადა „როიტერს“ აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელმა.