Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები კანადაში 50 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს
„არაბთა გაერთიანებული საამიროები კანადაში 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა და სამთო-მომპოვებელი პროექტები”, - წერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters.
Reuters-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები საზღვარგარეთ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების გაფართოებას ცდილობს, განსაკუთრებით ახლახან შექმნილი კომპანია XRG-ის მეშვეობით, რომელიც აბუ-დაბის ნავთობის მსხვილი კომპანიის ADNOC-ის უცხოური ინვესტიციების განყოფილებაა.
როგორც გამოცემა წერს, აბუ-დაბი დიდ ინვესტიციებს დებს ასევე ხელოვნურ ინტელექტში და ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ჰაბის აშენებას გეგმავს.
გამოცემის ცნობითვე, არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების სამინისტროს თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის მიერ, აბუ-დაბიში მისი ვიზიტის ფარგლებში მოხდა.