Loading data...
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტრამპს: პუტინი დაგცინით, დროა სტრატეგია შეცვალოთ

რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა დონ ბეიკონმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეცვალოს რუსეთთან მიმართებით სტრატეგია.

მან აღნიშნა, რომ ტრამპის ამჟამინდელი სტრატეგია რუსეთის მიმართ არ მუშაობს, რადგან კრემლის მეთაური ვლადიმერ პუტინი და მისი საოკუპაციო არმია უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას აგრძელებენ.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ მუშაობს. სანამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პუტინი უკრაინის ქალაქებს ბომბავს“, - აღნიშნა ბეიკონმა.

მან თავის პოსტს დაურთო კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით სტრატეგიის შეცვლა აუცილებელია.

„ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შევაიარაღოთ და მკაცრი სანქციები დავაწესოთ. პუტინი თქვენ და ამერიკას დაგცინით“, - დასძინა კონგრესმენმა.