რენში, მარსელსა და პარიზში აქციის მონაწილეები სასწავლებლების ბლოკირებას ცდილობენ - მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების პოლიციის დანაყოფები
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები გრძელდება.
როგორც მედია წერს, 3 ნოემბერს, საშუალო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბლოკირება სცადეს, პოლიციამ კი მათ ბლოკირების უფლება არ მისცა. მოგვიანებით, შენობის შესასვლელები და გამოსასვლელები დაახლოებით 30-მა მოსწავლემ კვლავ გადაკეტა.
ადგილზე 100-ზე მეტი მოსწავლე შეიკრიბა. მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების პოლიციის დანაყოფები და ჟანდარმები, რომლებმაც შეკრებილები დაშალეს და სასწავლებელთან მისასვლელი გზა გაათავისუფლეს.
მარსელში ერთ-ერთი დიდი ლიცეუმის მოსწავლეებმა, სადაც მანამდე სრული ბლოკირება იყო გამოცხადებული, პროტესტის ფორმა შეცვალეს. მათ ნაწილობრივი ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა პოლიციის ჩარევა თავიდან აეცილებინათ და გაკვეთილებზე დასწრების მსურველი მოსწავლეებისთვის გადაადგილების შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ.