რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა“, - ამის შესახებ თურქეთის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს.
ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა განაგრძობს მუშაობას აშშ-თან ურთიერთობების განვითარებისა და ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავი აღინიშნება.
ერდოღანის თქმით, „მექას ერთობლივი თავდაცვითი ალიანსის“ ფარგლებში თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ჰორმუზის სრუტესა და იემენში განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევას არ იშურებს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის.
ამასთან, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე საუბრისას თურქეთის ლიდერმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიური პროცესის აღდგენასა და ომის ამ გზით დასრულებას.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ერდოღანსა და თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მოსალოდნელი სამიტის წარმატებით ჩატარების იმედი გამოთქვა.
Cumhurbaşkanımız Sayın @RTErdogan, Amerika Birleşik Devletleri Başkanı Donald Trump ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi. Liderler, Türkiye-ABD ikili ilişkileri ile bölgesel ve küresel gelişmeleri ele aldı. Cumhurbaşkanı Erdoğan görüşmede, önümüzdeki sene tesisinin 100. yıl dönümünü idrak edeceğimiz Türkiye ile Amerika Birleşik Devletleri ilişkilerinin geliştirilmesi ve iş birliğimize her alanda ivme kazandırılması için çalışmaya devam edeceğimizi belirtti. Sayın Cumhurbaşkanımız, Mekke Ortak Savunma İttifakı olarak Hürmüz Boğazı ve Yemen’deki gelişmeleri yakından takip ettiğimizi, sorunun diplomasi zemininde çözülmesi için gayret gösterdiğimizi ifade etti. Cumhurbaşkanı Erdoğan, Türkiye’nin Ukrayna-Rusya arasında diplomatik sürecin canlandırılması ve savaşın bu yolla sona erdirilmesi için yapılan çalışmalara destek vermeye hazır olduğunu belirtti. Görüşmede ABD Başkanı Trump, Sayın Cumhurbaşkanımızın ve Türk halkının Cumhuriyet Bayramı’nı kutlarken Türk Devletleri Teşkilatı Zirvesi’nin başarılı geçmesi temennilerini de iletti.
— T.C. Cumhurbaşkanlığı (@tcbestepe) October 28, 2026