რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობაში სანდო, ალტერნატიული მარშრუტების განვითარება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინვესტიციებში უფრო მეტი კორეული კომპანია ჩაერთოს.
ამასთან, ერდოღანის თქმით, ის მზად არის, საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ კორეულ კომპანიებს, რომლებიც თურქეთში განახორციელებენ ინვესტიციებს, აწარმოებენ პროდუქციას და შექმნიან სამუშაო ადგილებს.
„ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით – სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური ცენტრებისა და „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემების მიმართულებით“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.