Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: საბერძნეთმა უნდა გაიგოს, რომ თურქეთს არავის ტერიტორიაზე შეჭრის განზრახვა არ აქვს, მაგრამ არავის მისცემს ნებას, დაარღვიოს მისი უფლებები

„საბერძნეთმა უნდა გაიგოს, რომ თურქეთს არავის ტერიტორიაზე შეჭრის განზრახვა არ აქვს, მაგრამ არავის მისცემს ნებას, დაარღვიოს მისი უფლებები“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, საბერძნეთი უნდა დაბრუნდეს არასწორად არჩეული გზიდან და უარი თქვას იმ კუნძულების შეიარაღებაზე, რომლებსაც არასამხედრო სტატუსი აქვთ.

„ისტორია ძალიან კარგი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც მისგან სწავლობს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.