1781194242
უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან
„ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ისინი, ვინც ჩვენს გეოგრაფიას იმ ზვიგენებივით ესხმიან თავს, რომლებმაც სისხლის სუნი იგრძნეს, საბოლოოდ აგებენ პასუხს დაღვრილი სისხლისთვის და დაჩაგრულთა ზეციური ძახილი ადრე თუ გვიან მჩაგვრელებსაც დაეწევა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა დაჩაგრულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, ასევე, უზრუნველყოს, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტებისთვის პასუხისმგებელმა ქსელმა კანონისა და ისტორიის წინაშე აგოს პასუხი.