Loading data...
რადოსლავ სიკორსკი უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვაზე: ჰეი ილონ მასკ, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით?

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სერგეი ბესკრესტოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინას Starlink-ზე წვდომა გაფრთხილების გარეშე შეეზღუდა. 

„ჰეი, ილონ მასკო, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები, თვალს გადევნებთ”, - მიმართა სიკორსკიმ ილონ მასკს.