Loading data...
რადოსლავ სიკორსკი: შემაშფოთებელია, ტრამპი ნატოს მოიხსენიებს, როგორც „ისინი“ და არა „ჩვენ“

„ცოტა შემაშფოთებელია, რომ დონალდ ტრამპი ნატოს „ისინი“-თი მოიხსენიებს და არა „ჩვენ“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. 

სიკორსკი თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „თუ მოკავშირე სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს განაცხადებენ, ეს ნატოს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“.

„ჩემი ინფორმაციით, ნატოში შესაბამისი პროცედურები არ ამოქმედებულა. თუ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის დაცვის საკითხზე ნატოს მიმართავს, მაშინ ამას განვიხილავთ. თუმცა, როგორც იცით, პრეზიდენტმა ნავროცკიმ ამ ოპერაციაში პოლონეთის მონაწილეობა გამორიცხა“, - აცხადებს სიკორსკი.