ქანთრი მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-მომღერალი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
დოლი პარტონი სამშაბათს, 25 აგვისტოს, ნეშვილში გარდაიცვალა. ინფორმაცია პარტონის დისშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება, თუმცა გარდაცვალებამდე პარტონმა თქვა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
დოლი პარტონმა კარიერის განმავლობაში 49 ალბომი გამოუშვა, მოიპოვა „გრემის“ 11 ჯილდო და ქანთრი-სცენის ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული შემსრულებელი გახდა.
1999 წელს ის ქანთრი-მუსიკის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
პარტონი არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ სიმღერების ავტორიც იყო. მას 3 000-ზე მეტი კომპოზიცია ეკუთვნის, რომელთაგან ბევრი სხვა არტისტების მიერ შესრულდა. მათ შორისაა „I Will Always Love You“, რომელიც დოლი პარტონმა დაწერა და მოგვიანებით უიტნი ჰიუსტონის შესრულებით მსოფლიო ჰიტად იქცა.
მის სხვა ცნობილ სიმღერებს შორისაა „Jolene“, „Coat of Many Colors“ და „9 to 5“.
მუსიკის გარდა, დოლი პარტონი კინოშიც მოღვაწეობდა, გამოსცა რამდენიმე წიგნი და მართავდა ბიზნესს - მათ შორის, მშობლიურ ტენესიში თემატური პარკი Dollywood-ი დააფუძნა.
პარტონი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც. მისი „Imagination Library“ ბავშვებისთვის წიგნების უფასოდ მიწოდების პროგრამაა.
დოლი პარტონის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან პარტონს „ერთ-ერთი უდიდესი ქანთრი-მომღერალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება მილიონობით ადამიანისთვის დიდი დანაკარგია.
ტრამპმა ასევე გადაწყვიტა, დოლი პარტონის პატივსაცემად აშშ-ის მასშტაბით დროშები ერთი კვირის განმავლობაში დაშვებული იყოს.