1766646247
უცხოეთი
პუტინმა სოლოვიოვს და კანდელაკს სახელმწიფო ჯილდოები მიანიჭა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს თინა კანდელაკს და ტელეწამყვანს ვლადიმერ სოლოვიოვს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
კანდელაკს მიანიჭეს ალექსანდრე ნეველის ორდენი, სოლოვიოვს კი „სამშობლოსთვის დამსახურებისთვის“ მესამე ხარისხის ორდენი.
დაჯილდოების ცერემონია კრემლის ეკატერინეს სასახლეში გაიმართა.