პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
როგორც რუსული მედია წერს, შეთანხმებას ხელი მოეწერა 17 იანვარს, ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს.
ხელშეკრულების ძირითადი დებულებები:
მხარეები ისწრაფვიან ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისკენ ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში
გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში
მჭიდროდ კოორდინაცია გაუწიონ საქმიანობას რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რაც შეესაბამება გრძელვადიან, ყოვლისმომცველ და სტრატეგიულ პარტნიორობას.
მოსკოვი და თეირანი თანამშრომლობენ საერთაშორისო ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლაში.
რუსეთი და ირანი დაინტერესებულნი არიან ერთობლივი პროექტებით მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის სფეროში, მათ შორის ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხში.
ხელშეკრულება გაფორმებულია 20 წლით, ავტომატური განახლებით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით.