Loading data...
პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, ზელენსკის მესამე ქვეყანაში შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაშიც. ამის შესახებ მან მოსკოვში სამხედრო აღლუმის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

პუტინის თქმით, მზად არის ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერისთვის. მან დასძინა, რომ აშშ „გულწრფელად ცდილობს [კონფლიქტის] დარეგულირებას“, თუმცა ეს, პირველ რიგში, უკრაინისა და რუსეთის საქმეა. 

პუტინმა ასევე დაადანაშაულა უკრაინა იმაში, რომ მან მოსკოვს პატიმრების გაცვლის შესახებ წინადადება არ გაუგზავნა.

„რუსეთმა უკრაინას სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ წინადადება ტრამპის წინადადებამდე გაუგზავნა... კიევიდან ტყვეების გაცვლის შესახებ წინადადებები ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინას იმ უკრაინელი ჯარისკაცების სია გადასცა, რომლებიც ამჟამად ტყვეობაში იმყოფებიან. 

„რუსეთმა უკრაინას ტყვეობაში მყოფი 500 უკრაინელი ჯარისკაცის სია გადასცა, თუმცა კიევი რადარებიდან გაქრა“, - დასძინა მან. 

ამასთან, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი კიევის ევროკავშირთან ასოცირების მცდელობის შემდეგ დაიწყო.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება.