1766154186
უცხოეთი
პუტინმა ევროპასთან სრულმასშტაბიანი ომი არ გამორიცხა და პირობა დაასახელა
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ევროპას „ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტით“ ემუქრება, თუ კალინინგრადის ოლქი ბლოკადაში მოექცევა.
პუტინის თქმით, თუ კალინინგრადის ოლქს საფრთხე შეექმნება, რუსეთი მათ „გაანადგურებს“.
„ყველამ უნდა გაიგოს ეს და გააცნობიეროს, რომ ამგვარი ქმედებები უბრალოდ კონფლიქტის უპრეცედენტო ესკალაციას გამოიწვევს, მას სრულიად სხვა დონეზე აიყვანს და გააფართოებს ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტამდე“, - აღნიშნა მან.