Loading data...
პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. 

ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.

გარდა ამისა, როგორც რუსული მედია წერს, მერვე მუხლის მიხედვით, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახალი შეთანხმება ჩრდილოეთ კორეის მხარესთან რატიფიკაციის შემდეგ შევა ძალაში და შეუზღუდავი ხანგრძლივობის იქნება.