Loading data...
პუტინის თანაშემწე პატრუშევი: რუსეთთან ომის შემთხვევაში პოლონეთი ორ ან სამ დღეში გაქრება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა. წერს რუსული მედია. 

„რადოსლავ სიკორსკი, რუსეთზე პოლონეთის სამხედრო უპირატესობის მტკიცებისას, ვერ აცნობიერებს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, ვარშავა ორ ან სამ დღეში გაქრება“, - აცხადებს პატრუშევი. 

ამასთან, პატრუშევის თქმით, პოლონეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთი, სავარაუდოდ, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას გამოიყენებს.

პატრუშევმა განაცხადა, რომ სიკორსკი არასწორად აფასებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს.

სიკორსკის განცხადება 👇

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რადოსლავ სიკორსკიმ კიევში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის მიერ პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთზე სწრაფი გამარჯვების შესაძლებლობაზე ისაუბრა.