1725528371
უცხოეთი
პუტინის განცხადებით, რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე. ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ უკრაინა უარს იტყვის გაზის ტრანზიტზე, ამ შემთხვევაში რუსეთი თანხმობას ვერ აიძულებს.
„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ ტრანზიტზე. ჩვენ და კომპანია „გაზპრომი“ ვაპირებთ შევასრულოთ ყველა ჩვენი ვალდებულება ჩვენი კლიენტების მიმართ, რომლებთანაც გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტები“, - აცხადებს პუტინი.