Loading data...
პუტინის განცხადებით, კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის მიმართ ყოველთვის პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და სწორედ, ამიტომ გამოვიდა „სააღდგომო ზავის“ ინიციატივით.

„სააღდგომო ზავის ინიციატივით ამიტომაც გამოვედით. საუბარია აღდგომის წმინდა დღეებზე, ეს ყველა ქრისტიანისთვის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამის შესახებ ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც ასე მოიქცევიან. ვხედავთ, კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს და ჩარჩოს გაფართოებაზე საუბრობს“, - აცხადებს პუტინი. 

ინფორმაციისთვის,  კრემლის ლიდერმა სააღდგომო ზავის შესახებ 19 აპრილს განაცხადა. 

ზავი მოსკოვის დროით 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ ზავი არ გაგრძელებულა.