1778920493
უცხოეთი
პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს - რუსული მედია
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტი გამოქვეყნდა რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ იურიდიულ პორტალზე.
დადგენილების თანახმად, დნესტრისპირეთის ყველა ზრდასრულ მაცხოვრებელს შეეძლება რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა რიგი დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, როგორიცაა რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის გამოცდების ჩაბარება.
დნესტრისპირეთში, სადაც დაახლოებით 470 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, 220 ათასამდე პირს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.