პუტინის აზრით, დასავლეთის ეკონომიკა მალე ჩამოიქცევა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აზრით, დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკა მალე ჩამოიქცევა.
„რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი ჩვენ მუდმივად გვასამარებენ. სინამდვილეში კი თვითონ ჩაძაღლდებიან მალე“, - განაცხადა პუტინმა ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე მინსკში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პუტინის თქმით, გასულ წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4,3%-ით გაიზარდა, ხოლო ევროზონაში ზრდამ მხოლოდ 0,9% შეადგინა. მისი თქმით, გერმანიის ეკონომიკა რეცეზიის ზღვარზეა. ამასთანავე, პუტინი ამბობს, რომ წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდა ნაკლები იქნება, ვინაიდან მიმდინარეობს ინფლაციასთან ბრძოლა.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამით მხოლოდ ის იზარალებს, ვინც სანქციებს აწესებს.
ამჟამად, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტის მიღებას გეგმავენ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, ეს ყველაზე მასშტაბური სანქციები იქნება 2022 წლიდან.