პუტინი: უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა, ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა, რადგან კრემლის ლიდერის თქმით, აღნიშნული რეგიონები ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა.
„უპირველესად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: ეს მათი ტერიტორია არ არის. ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, უადგილოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე. თუმცა ეს სადავო საკითხია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი“, – განაცხადა პუტინმა.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს. საუბარია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.
„სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება,“ - აღნიშნა პუტინმა.