1795191896
უცხოეთი
პუტინი: უკრაინელებმა უნდა გაიგონ, რომ ყველა, ვინც დღეს მათ უჭერს მხარს, ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს
„უკრაინელებმა უნდა გაიგონ, რომ ყველა, ვინც დღეს მათ უჭერს მხარს, ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რათა საკუთარ ნებას დაუმორჩილოს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„უკრაინაში ძალაუფლება არა უკრაინელმა პატრიოტებმა, არამედ ნაციონალისტებმა ჩაიგდეს ხელში. პატრიოტიზმი ნაციონალიზმისგან იმით განსხვავდება, რომ პატრიოტებს უყვართ თავიანთი ქვეყანა, ხოლო ნაციონალისტებს სძულთ სხვა ხალხები. ეს არის განსხვავება. თუმცა, სხვა ხალხების ეს სიძულვილი შორს ვერ წაგიყვანთ“, – განაცხადა პუტინმა.