1766159468
უცხოეთი
პუტინი: უკრაინაში ხელისუფლება ლეგიტიმური უნდა გახდეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ უკრაინაში მთავრობა ლეგიტიმური უნდა გახდეს და ამისთვის არჩევნების ჩატარებაა საჭირო.
„უკრაინის მთავრობა საბოლოოდ ლეგიტიმური უნდა გახდეს და არჩევნების გარეშე ეს შეუძლებელია“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში ხმის მიცემის უფლების მქონე 5-დან 10 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს.
პუტინის განცხადებით, რუსეთს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ უკრაინაში არჩევნების ორგანიზატორებმა ამ ადამიანებსაც მისცენ რუსეთში ხმის მიცემის უფლება.