პუტინი: სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი, სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს კიევთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„რაც შეეხება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ჩვენს მოლაპარაკებებს - დიახ, ჩვენ შევთანხმდით, სამმხრივი კონტაქტების განახლებაზე“, - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი კონტაქტები. ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ“, - განაცხადა პუტინმა.
Putin on Ukraine: We agreed that we are ready to resume our trilateral contacts. The purpose of these negotiations will be to discuss the issue of ensuring the security of Ukraine and Russia after reaching peace agreements. https://t.co/lNESDEccup
— Clash Report (@clashreport) October 22, 2026