პუტინი: რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია

რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „რუსი ხალხის უკრაინულ ნაწილთან“ შერიგების შესაძლებლობაზე საუბრისას.
„მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, იმ ტრაგედიის მიუხედავად, რომელსაც ახლა განვიცდით... ეს დროის საკითხია“, - განაცხადა პუტინმა საიდა მედვედევასა და პაველ ზარუბინის დოკუმენტურ ფილმში „რუსეთი. კრემლი. პუტინი. 25 წელი“.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.