1792702101
უცხოეთი
პუტინი: რუსეთს უკრაინასთან ომი არ სურს, მაგრამ თუ უკრაინის ხელმძღვანელობას სურს, დაე, იბრძოლონ
„რუსეთს არ სურს უკრაინასთან ბრძოლა, მაგრამ თუ უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სურს, მაშინ დაე, იბრძოლონ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ არ გვინდა უკრაინასთან ბრძოლა, მაგრამ თუ უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბრძოლა სურს, მაშინ იბრძოლონ“, - აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან საუბრისას.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეუძლია შეთანხმების მიღწევა.
კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ „რუსები და უკრაინელები არსებითად ერთი ხალხია“.
„ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.