Loading data...
პუტინი: რუსეთი უტევს, უკრაინა კი მშვიდობისთვის მზად არ არის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დასრულებას არ ეთანხმება.  ამასთანავე, მისი თქმით, კიევიდან არის დიალოგისთვის მზადყოფნის სიგნალები. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის, რომ კონფლიქტი იმ პირობებით დასრულდეს, რაც გასულ წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას მან გააჟღერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პუტინის თქმით, რუსეთის ჯარმა დაიკავა ქალაქ ლიმანის 50%, მირნოგრადის 50%, გულიაიპოლეს 50%, მთლიანად აიღო ქალაქები სევერსკი, პოკროვსკი და კუპიანსკი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეტევა ზაპოროჟიეს ოლქში გრძელდება,შეტევა მიდის ქალაქ სლავიანსკზე და სხვა ადგილებში.

ვლადიმერ პუტინის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოსკოვში მიმდინარეობს. პრესკონფერენცია, ისევე როგორც გასულ წელს, „ცხელ ხაზთან“ ერთობლივად ტარდება.