1788190140
უცხოეთი
პუტინი: რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ მიისწრაფვის
„რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ მიისწრაფვის“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, საუბრისას მოდი უკრაინაში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
მან განაცხადა, რომ ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა - „ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ.“