1751091013
უცხოეთი
პუტინი: რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია თარიღისა და ადგილის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააგრძელებს დარეგულირების პროცესის მხარდაჭერას.
„ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ“, - განაცხადა პუტინმა.