Loading data...
პუტინი: რუსეთი არ არის პასუხისმგებელი ომში ადამიანების სიკვდილზე, ომი მოსკოვს არ დაუწყია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ფედერაცია უკრაინის ომში ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან ომი რუსეთს არ დაუწყია. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ადამიანურ დანაკარგებზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ომი დაიწყო 2014 წელს არაკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალების და კიევის რეჟიმის ლიდერების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ“, - განაცხადა პუტინმა. 

მანამდე კი, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ „უკრაინის ხელისუფლება ლეგიტიმური უნდა გახდეს არჩევნების გზით“.