Loading data...
პუტინი კუპიანსკში ზელენსკის მიერ ჩაწერილ ვიდეოზე: ზელენსკი ნიჭიერი მსახიობია, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ნიჭიერი მსახიობი უწოდა, როდესაც კუპიანსკში მისი ვიზიტის დროს ჩაწერილი ვიდეოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ის მსახიობია და თანაც ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ეს მისი წარსულში გადაღებული ფილმებიდან ვიცით“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, აბრა, სადაც ვიდეოა ჩაწერილი, ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

„აბრა ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზღურბლზე რატომ დგახართ? შინ შემოდით“, - განაცხადა პუტინმა.