1766866613
უცხოეთი
პუტინი: კიევის რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას
„კიევის რეჟიმის ლიდერები არ ჩქარობენ მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც კი, სამწუხაროდ, კიევის რეჟიმის ლიდერები არ ჩქარობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ამაზე ერთი წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას ვისაუბრე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, კრემლის ლიდერი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა.