Loading data...
პუტინი: ყაზანზე თავდასხმის შემდეგ კიევი კიდევ უფრო დიდი ნგრევის წინაშე აღმოჩნდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყაზანზე დრონებით განხორციელებული იერიშის შემდეგ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ამას ინანიებს და კიდევ უფრო დიდი ნგრევის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია წერს

„როგორც არ უნდა ეცადოს ვინმე რაღაცის განადგურებას ჩვენს ქვეყანაში, ამის გამო ის ბევრჯერ უფრო დიდი ნგრევის წინაშე აღმოჩნდება საკუთარ ქვეყანაში და ასევე ინანიებს იმას, რის გაკეთებასაც ჩვენს ქვეყანაში ცდილობს“, - განაცხადა პუტინმა.

სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ რუსეთი „წინ წავა“.

„ჩვენ არა მხოლოდ აღვადგენთ იმ ზარალს, რომლის მოყენებასაც ვიღაც ცდილობს, არამედ კიდევ უფრო დიდი ტემპით წავალთ წინ, როგორც ახლა. განვავითარებთ საგზაო ქსელებს, ურბანულ მშენებლობას და ავაშენებთ საცხოვრებლებს“, - განაცხადა პუტინმა.