1756735194
უცხოეთი
პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, საუბარი პუტინის ტიანძინში ყოფნის დროს შედგა.
რუსეთის ლიდერს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი, პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი და სხვა ოფიციალური პირები.