Loading data...
პუტინი: დონბასისა და ნოვოროსიის 3,2 მილიონზე მეტმა მცხოვრებმა რუსული პასპორტები მიიღო

რუსული პასპორტები უკვე გაიცა დონბასის და ნოვოროსიის 3,2 მილიონზე მეტ მაცხოვრებელზე, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

„ურთულეს ვითარებაში, როდესაც საომარი მოქმედებები გრძელდება, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 3 მილიონზე მეტმა მცხოვრებმა რუსეთის ფედერაციის პასპორტები მიიღო“, - განაცხადა პუტინმა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალება მისცა, რათა აღნიშნულ საკითხზე თანმიმდევრულად გააგრძელოს მუშაობა. 

პუტინის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „ლტოლვილებთან“ მუშაობა. 

„როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენ ფაქტობრივად უნდა ჩავატაროთ კარდაკარ ვიზიტები ქალაქებსა და დაბებში“, - დასძინა პუტინმა.