პუტინი: „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება უკრაინის უკანასკნელი შეცდომა იქნებოდა

უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება კიევის რეჟიმის უკანასკნელი შეცდომა იქნებოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს [რუსეთის წინააღმდეგ „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება] იქნებოდა კოლოსალური შეცდომა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ნეონაცისტებს ვუწოდებთ. შესაძლოა, ეს მათი უკანასკნელი შეცდომაც იყოს. რადგან ჩვენს ბირთვულ დოქტრინაში, როგორც საღი აზრი, ასევე ჩვენი ქმედებების პრაქტიკა ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენ ყოველთვის სარკისებურად ვრეაგირებთ ყველა საფრთხეზე, რომელიც ჩვენთვის არის შექმნილი.
ამიტომ, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და, სავარაუდოდ, კატასტროფული როგორც ნეონაცისტური რეჟიმისთვის, ასევე, სამწუხაროდ, თავად უკრაინისთვის. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არასდროს მივა“, - განაცხადა პუტინმა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად სავარაუდოა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე „ჭუჭყიანი ბომბის“ ჩამოგდება.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უკრაინას „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება განზრახული აქვს, თუმცა კიევში ასეთ იდეებს არ გამორიცხავენ.
„არა, ჩვენ (...) ასეთი განზრახვების დადასტურება არ გვაქვს. თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ასეთი იდეები შეიძლება ვინმეს ავადმყოფურ წარმოსახვაში გაჩნდეს. ჩემი აზრით, ამომწურავი პასუხი გავეცი ჩვენს შესაძლო რეაქციას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.