1750437421
უცხოეთი
პუტინი აცხადებს, რომ სუმის აღებას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს სუმის აღებას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი დავალება არ არსებობს.
„ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს - სუმის აღება. თუმცა, პრინციპში, ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) პლენარულ სხდომაზე.
პუტინის თქმით, რუსეთის ქმედებები, სხვა მიზეზებთან ერთად, განპირობებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიების მუდმივი დაბომბვით.
„რატომ? რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს გვიქმნიან. ისინი მუდმივად ბომბავენ სასაზღვრო ტერიტორიებს. <…> ეს მათი, პრინციპში, აბსოლუტურად, ვფიქრობ, გაუნათლებელი, უბრალოდ სრულიად გაუმართლებელი ქმედებების შედეგია“, - განაცხადა პუტინმა.