„პროსტიტუცია და ქრთამი...“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კორუფციულ სკანდალში გაეხვია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 7 წლის წინ მოვიდა ქვეყნის ხელისუფლებაში და პირობა დადო, რომ ესპანეთის პოლიტიკას კორუფციისგან გაასუფთავებდა, - წერს „ტელეგრაფი.“
როგორც მედიასაშუალება წერს, ახლა მისი სოციალისტური პარტია (PSOE) კორუფციულ სკანდალშია გახვეული, რომელიც პროსტიტუციას, სახელმწიფო კონტრაქტებს, ქრთამს, ფარულ ჩანაწერებს, ღამის კლუბის ყოფილ დაცვას და პორნოვარსკვლავს უკავშირდება.
„სანჩესის მეუღლის გავლენებთან დაკავშირებით ცალკე გამოძიებაა დაწყებული და არსებობს ბრალდებები, რომ მისი მუსიკოსი ძმისთვის, დევიდისთვის სამსახური სპეციალურად შექმნეს“, - წერს მედიასაშუალება.
ევროპის ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ლიდერი კარგად აცნობიერებს თავისი არახელსაყრელი პოზიციის რისკებს.
ესპანეთში ბოლოდროინდელი ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის, ვალენსიაში მასშტაბური წყალდიდობის და არაერთი ბრალდების მიუხედავად, სანჩესის გავლენები არ შემცირებულა.
„თუმცა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლა იზრდება“, - წერს მედიასაშუალება.
სანჩესის დიდი ხნის ახლო მოკავშირემ, სანტოს სერდანმა, პარტიის მდივნის თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.
პოლიციის ანგარიშში აღნიშნულია მისი სავარაუდო მონაწილეობა კომპანიებისთვის გადასახადის დაკისრებასა და საზოგადოებრივი სამუშაოების კონტრაქტებზე ხელმისაწვდომობაზე მის მშობლიურ ნავარას რეგიონში.
„სანჩესი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა სერდანთან დაკავშირებული „შეცდომის“ გამო“, - წერს მედიასაშუალება.
შეგახსენებთ, ბეგონია გომესს ბრალი ედება დანაშაულებში, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენის გამოყენებით უკანონო ვაჭრობასა და კორუფციასთან არის დაკავშირებული. საჩივარი შეიტანა პროფკავშირმა „სუფთა ხელები“, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ ბრალდებები პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეფუძნებოდა.
ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
მიმდინარე წლის 25 აპრილს პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რის მიზეზიც გახდა მისი მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
პოლიციის გამოძიების თანახმად, 2014 წელს, როცა სანჩესი სოციალისტური პარტიის (PSOE) ლიდერი გახდა, პარტიის შიდაპირველადი არჩევნები შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყო — და ამის უკან მისი მარჯვენა ხელი, სანტოს სერდანი იდგა.
სანჩესმა განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული თუ რას აკეთებდა მისი მარჯვენა ხელი სანტოს სერდანი.