1760170536
უცხოეთი
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“ - ექიმი აცხადებს, რომ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ექიმმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია. ამის შესახებ AP-ი წერს.
როგორც უცხოური მედია წერს, ტრამპი 10 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისმა ექიმმა, საზღვაო ძალების კაპიტანმა შონ ბარბაბელამ პრეზიდენტს რუტინული კვლევები ჩაუტარა.
ბარაბელა ასევე ამბობს, რომ მან შეაფასა ტრამპის გულის ასაკი, რომელიც მისივე თქმით, „მის ბიოლოგიურ ასაკზე 14 წლით პატარა აღმოჩნდა“.
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“, - აცხადებენ ექიმები.