Loading data...
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე-ცენტრისტი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა.

პორტუგალიელებს არჩევანის გაკეთება მემარცხენე კანდიდატს, ანტონიო ხოსე სეგუროსა და ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურას შორის მოუწიათ. სეგურომ ხმების 66.7% მოიპოვა და ანდრე ვენტურა დაამარცხა, რომელმაც ხმების 33.3% მიიღო.