Loading data...
პორტუგალიაში პოლიციამ საპროტესტო ბანაკი დაშალა - არიან დაკავებულები

პორტუგალიის პოლიციამ ლისაბონის ცენტრში დემონსტრანტების ბანაკი დაშალა, რომელიც პროტესტის ნიშნად იყო მოწყობილი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს, რომ კარვების აუღებლობის შემთხვევაში, მათ დემონტაჟს მოახდენდნენ.

როგორც მედია წერს, 24 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი ლისაბონის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე მსვლელობაში მონაწილეობდა, მომიტინგეებმა 100-ზე მეტი კარავი გაშალეს.

პორტუგალიის პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის 25 ადამიანი დააკავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს წინაშე 26 ოქტომბერს წარდგებიან.