1757189218
უცხოეთი
პოლონური მედია: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ამოუცნობი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, დრონია, - ამის შესახებ პოლონური გამოცემა RMF FM იტყობინება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ცხელი ხაზის საშუალებით მიაწოდეს.
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იანუშ სეიმეიმ, აღნიშნა, რომ ლუბლინის სავოევოდეში ჩამოვარდნილ ობიექტს „არანაირი სამხედრო ნიშანი არ აქვს“. ეს ობიექტი შენობებიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.