Loading data...
პოლონეთზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პოლონეთზე ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც პოლონეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა ქშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, წლის დასაწყისიდან პოლონეთში 170 000 კიბერინციდენტი დაფიქსირდა. მათი დიდი ნაწილის უკან რუსი ჰაკერები დგანან.

„რუსეთის შეტევები ყველაზე სერიოზულია, რადგანაც ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა გავკოვსკიმ.

მინისტრის თქმით, სექტემბერში მომხდარი მსხვილი კიბერშეტევის დროს ინტერნეტში გაჩნდა განცხადებები, რომ ჩამოგდებული დრონები უკრაინის მხრიდან ომის გამოცხადებას ნიშნავს. ამ დეზინფორმაციის უკან ბოტები იდგნენ, რომლებიც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არავის გამოუყენებია.