1756128363
უცხოეთი
პოლონეთში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 2 ადამიანი

პოლონეთში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი. ამის შესახებ რადიოსადგური RMF24 იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი კერძო ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ორი ადამიანი.
ამ ეტაპზე უცნობია რა მიზეზით ჩამოვარდა თვითმფრინავი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.