1795624249
უცხოეთი
პოლონეთმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის თავზე რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების წინადადებას მხარს არ უჭერს
პოლონეთმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის თავზე რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების წინადადებას მხარს არ უჭერს, რადგან ეს „მრავალ სირთულეს“ გამოიწვევს.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარე ტომჩიკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიის თავზე რუსული სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების განხილვა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, თუმცა ალიანსი ასეთ წინადადებას მხარს არ უჭერს.
„ნატო ამას არანაირად არ უჭერს მხარს. ეს უამრავ გართულებას შექმნის“, - განაცხადა ტომჩიკმა.
მისი თქმით, წინასწარი მოლაპარაკებები დასრულდა გადაწყვეტილებით, რომ ასეთი პროცედურა „შეუძლებელია“.